2023 წელს საქართველოში 1 მილიარდ 902 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6%-ით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3%-ით აღემატება – დაზუსტებულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მარტში გამოქვეყნებული პირვანდელი მონაცემებით, FDI 1 მილიარდ 595 მილიონი დოლარი იყო.
საქსტატმა ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წლიდან და დააკორექტირა 2024 წლის პირველი კვარტალის წინასწარი მონაცემიც. ადრე გამოქვეყნებული – 201.3 მლნ აშშ დოლარი. დაზუსტებული – 194.3 მლნ აშშ დოლარი.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების ვერცხლისა და ოქროს მონეტებს გამოუშვებს. სებ-ის მიერ…
დღეიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი ამოქმედდა. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“…
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი გელა კანდელაკის იუბილესთან დაკავშირებით ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს. 4-დღიანი პროგრამა მაყურებელს რეჟისორის, პროდუსერისა და მსახიობის შემოქმედებას…